ჯი თი სი ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯი თი სი კონტინენტალ“-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
,,ჯი თი სი კონტინენტალ“-ი არის წამყვანი სატრანსპორტო პროვაიდერი, რომელიც მომსახურებას უწევს სხვადასხვა ბრენდების შიდა და საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 126
თანამდებობის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და ბაზრის კვლევა სატრანსპორტო სექტორის ტენდენციების გათვალისწინებით
- კომპანიებისთვის შიდა და საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებების შეთავაზება
- არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და მათი საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი
- გადაზიდვების პროცესზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტილებების შეთავაზება
- რეგულარული შეხვედრების ჩატარება და პრეზენტაციების მომზადება
- კონკურენტული გარემოს ანალიზი, მათი სატრანსპორტო სერვისების, ფასების პოლიტიკისა და შეთავაზებების შესწავლა და შედარება
- გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანალიზი
- ყოველდღიური რეპორტინგი მენეჯმენტთან
- ლოჯისტიკის, ოპერაციებისა და სატრანსპორტო დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა
- საწყობთან და ტრანსპორტირების განყოფილებასთან კომუნიკაცია მომსახურების დროულ მიწოდებაზე
- ტრანსპორტირების დოკუმენტაციის და შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით ცოდნა
- პარტნიორ კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
- ახალი მარშრუტების, მიმართულებების და სერვისების მოძიება/შეთავაზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი;
- მოლაპარაკების წარმოება;
სამუშაო დრო: 09:00-18:00 ან 09:30-18:30 საათი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!